ავიაკომპანია Arkia ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს

ავიაკომპანია Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციით, ისრაელის ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი – ბათუმი – ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Arkia-ს მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 25 ივლისს მიანიჭა”, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები