სეულში არ გამორიცხავენ, რომ ფხენიანმა შესაძლოა, 27 ივლისს ბირთვული ცდები ჩაატაროს

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრი, კვონ იონგ სე არ გამორიცხავს, ​​რომ ფხენიამა 27 ივლისს, კორეის ომის დასრულების წლისთავზე შესაძლოა, ბირთვული ცდები ჩაატაროს.

ამის შესახებ Yonhap-ი წერს.

“მე ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს”, – თქვა დიპლომატმა.

27 ივლისს ჩრდილოეთ კორეა კორეის ომში (1950-1953) ზავის 69 წლისთავს აღნიშნავს. ფხენიანში ეს დღე “გამარჯვების დღედ” მიიჩნევა.

სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, ჩრდილოეთ კორეამ პუნგერის პოლიგონზე მორიგი მიწისქვეშა ბირთვული ცდისთვის მზადება დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები