გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა კახეთში, წინანდალში გაიმართა.
მათი ცნობით, აბდულა შაჰიდს თამარ ყორიაულმა საქართველოს ტურისტული მიმართულება, კახეთის ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის აღდგენის კუთხით შესრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ცნობისთვის, აბდულა შაჰიდი საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფება.