დავით მათიკაშვილი: ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს, ირაკლი კობახიძეს

“ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს, ირაკლი კობახიძეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ზოგიერთი ჟურნალისტის კითხვა, რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის ღირსეულ პასუხს მიიღებს.

“ბატონი გია კობახიძე, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი და შემდგომ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, პირადად იყო ჩართული საქართველოს და უკრაინის ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოების მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმავებაში და გამყარებაში, ბატონი არახამია კი, როგორც რუსული სპეცსამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასრულებს რა პატრონების დავალებას, საქართველოს მტრობაში ეცილება პირველობას ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს. ეს არის რეალობა და არა არახამიას რაღაც ნაბოდვარი სადაც ღია ცილისწამებას და მტრობასთან ერთად აშკარად იკითხება საკუთარი მძიმე ცოდვების სხვისთვის გადაბრალების ამორალური მაგრამ ძალზე უბადრუკი მცდელობა. რაც შეეხება ზოგიერთი ჟურნალისტის “მაღალ” პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტს, კითხვა რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს. ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს ირაკლი კობახიძეს”,- წერს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს უპასუხა: „კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…. “ნაცმოძრაობის” გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა… ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე… სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც… სამარცხვინო შენ… გულისამრევია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები