სახელმწიფო დეპარტამენტი: ენტონი ბლინკენი ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან საუბრისას სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართულ შეხვედრას მიესალმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა ლიდერებს ორმხრივი დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა და მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრას თბილისში.

ენტონი ბლინკენმა ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან განიხილა რეგიონში მშვიდობის მიღწევის ისტორიული შესაძლებლობა.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, დაეხმაროს რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების ხელშეწყობას.

როგორც მან აღნიშნა,  აშშ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა 1994 წლიდან და მზად არის, ჩაერთოს ორმხრივ ფორმატში და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში.

მან ასევე შეაქო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მხრივ პოზიტიური დინამიკისთვის და კონკრეტული შეთანხმებებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები