რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ

თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის შესახებაც ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ჩვენ ველოდებით, რომ ისინი დაემორჩილებიან ხელმოწერილ შეთანხმებებს და იმოქმედებენ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობების შესაბამისად“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გემების უსაფრთხო მიმოსვლას მარცვლეულის ექსპორტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები