სალომე ზურაბიშვილი: კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის საქციელს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის მისამართით გამოთქმულ შეფასებებს.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს.

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!“. ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა მამამისი „კაგებე“-ს აგენტი, რაზეც კობახიძემ უპასუხა: „კაგებეშნიკი“ მამაშენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები