უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ევროვიზია 2023 უკრაინის ნაცვლად ბრიტანეთში ჩატარდება.
ამის შესახებ EBU-ს ვებგვერდი იტყობინება.
“უაღრესად მადლობელი ვართ, რომ BBC დათანხმდა 2023 წელს ბრიტანეთში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მასპინძლობას“, – განაცხადა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ოსტერდალმა.
უკრაინის ეროვნული საზოგადოებრივი ტელერადიო კომპანიის გამგეობის თავმჯდომარემ, მიკოლა ჩერნოტიცკიმ თქვა, რომ “მომავალ წელს სიმღერის კონკურსი უკრაინაში კი არ იქნება, არამედ – უკრაინის მხარდასაჭერად”.
აღნიშნულია, რომ უკრაინა, როგორც 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყანა, მომავალი კონკურსის ფინალში ავტომატურად გავა.
2022 წელს ევროპის სიმღერის კონკურსზე გამარჯვება უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ მოიპოვა.