შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის წინ სატელევიზიო დებატები გაიმართა
შოტლანდიაში, ადგილობრივი სატელევიზიო არხის STV -ის ორგანიზებით შოტლანდიის სუვერენიტეტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლების დებატები გაიმართა. დებატები ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა სექტემბერში შოტლანდიაში გასამართი რეფერენდუმის წინ, სადაც უნდა გადაწყდეს შოტლანდია დარჩება გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში თუ სუვენერული სახელმწიფო გახდება. დებატებში სუვერენიტეტის მომხრეებს შოტლანდიის პრემიერი ალექს სალმონდი წარმოადგენდა, ერთიანი სახელმწიფოს მომხრეებს კი ბრიტანეთის ექს-ფინანსთა მინისტრი ალესტერ დარლინგი. გამოკითხვის თანახმად, რომელიც გაზეთმა Guardian-მა კომპანია ICM -სთან ერთად განახორციელა, დებატებში გამარჯვებულად, სუვერენიტეტის მოწინააღმდეგე ალისტერ დარლინგი გამოცხადდა. ის მაყურებელთა 56 % -მა ცნო გამარჯვებულად. რეფერენდუმი შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით 18 სექტემბერს გაიმართება. ბოლო მონაცემებით, შოტლანდიის მაცხოვრებელთა 47 % დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეა, სუვერენიტეტს კი მოსახლეობის 42 % ემხრობა.
მომზადებულია theguardian.com -ის მასალაზე დაყრდნობით.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1Ig2xCaPra8″ width=”560″ height=”315″]