ძლიერი წყალდიდობა ირანში – დაღუპულია 22 ადამიანი
ირანის სამხრეთით ძლიერი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი “Al Jazeera” ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.
წყალდიდობა ფარსის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად დაიწყო. ადგილობრივ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ცდილობენ მშობლები შვილების გადარჩენას და როგორ იტაცებს წყლის ნაკადი მანქანებს.
თავის მხრივ მაშველებმა განაცხადეს, რომ მათ 55 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ჩაიძირა 15 ავტომობილი.