რუსეთს სანქციებს კანადაც უწესებს

კანადა კიდევ ერთი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთის ფედერაციას სანქციებს უწესებს. მანამდე რუსეთს სანქციები აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა, იაპონიამ, ავსტრალიამ და შვეიცარიამ დაუწესეს. კანადის სანქციები რუსეთის და უკრაინის 19 მოქალაქეს, ყირიმულ კომპანიებს, სეპარატისტული რეგიონების უწყებებს და რუსულ ბანკებს შეეხო. ეს ინფორმაცია ოთხშაბათს კანადის პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
კანადის სანქციების ქვეშ მოჰყვნენ რუსეთის რამდენიმე ძალოვანი, მათ შორის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი , რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი მიხეილ ფრადკოვი, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრი ბორის გრიზლოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლოზ პატრუშევი, „ფსბ“-ს მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელი სერგეი ბესედა, „ფსბ“-ს სასაზღვრო სამსახურის უფროსი ვლადიმერ კულიშოვი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და სახელმწიფო დუმას წევრი მიხეილ დეგტიარევი.
მათ გარდა სიაში მოხვდნენ კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩევი, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იგორ შეგოლევი, რუსი ბიზნესმენი კონსტანტინე მალოფეევი და ბან „როსია“-ს აქციონერი ნიკოლოზ შამალოვი. სიაში ასევე ფიგურირებენ ე.წ. ყირიმის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი აბისოვი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი პაველ გუბარევი, მისი მეუღლე ამავე „რესპუბლიკის“ საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინე გუბარევა, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს სპიკერი ბორის ლიტვინოვი და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ პრეს-სამსახურის თანამშრომელი ოქსანა ჩიგრინა. სანქციები ასევე შეეხო ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სხვადასხვა ორგანოებს. კანადა კიდევ ერთი სახელმწიფოა, რომელმაც რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა. მანამდე რუსეთს სანქციები აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, იაპონიამ , ავსტრალიამ და შვეიცარიამ დააკისრა.

მომზადებულია ria.ru-ს მასალებზე დაყრდნობით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები