ჯანმო-მ, „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება.
მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება “მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების მზარდმა შემთხვევებმა განაპირობა.
გაერო-ს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, 75 ქვეყანაში 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.