აფრიკა მარცვლეულის დამოუკიდებლად მოყვანას გეგმავს
მარცვლეული ექსპორტის ხანგრძლივმა ბლოკადამ უკრაინის პორტებიდან „საგანგაშო სიგნალი“ გახდა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. აღნიშნულის შესახებ განაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსმა.
რამაფოსმა აღნიშნა, რომ მარცვლეულის უკანასკნელმა ვარდნამ უნდა შთააგონოს აფრიკული ქვეყნები გაზარდონ წარმოება და შეამცირონ იმპორტზე დამოკიდებულება.
იმავე დროს, მან გამოთქვა იმედი, რომ შავ ზღვაში უკრაინული პორტების განბლოკვა გაამარტივებს მსოფლიო სურსათის დეფიციტს.
„გვინდა თუ არა, ჩვენ კიდევ მრავალი წელი სხვის მარცვლისა და სასუქის იმედზე ვიყოთ? უნდა ვთქვათ თუ არა, რომ ეს კონფლიქტი საგანგაშო ზარია, როგორც კოვიდი გახდა საგანგაშო ზარი ბევრი ჩვენგანისთვის აფრიკულ კონტინენტზე რომ საკუთარი ვაქცინა გვეწარმოებინა?“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
მან ასევე დაამატა, რომ აფრიკამ საკუთარი სასუქი უნდა აწარმოოს.