Reuters: აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანის განცხადებით, რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დღიურად ასობით მსხვერპლს იღებს

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დღიურად ასობით მსხვერპლს იღებს და ათასობით ლეიტენანტისა და კაპიტნის დაკარგვის გამო, მისი სარდლობის ჯაჭვს უჭირს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეერთებული შტატები ასევე თვლის, რომ უკრაინამ ქვეყნის შიგნით 100-ზე მეტი მაღალი ღირებულების რუსული სამიზნე, მათ შორის სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალის საწყობები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები გაანადგურა“, – განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები