რუსი მსახიობი: “პუტინის მომხრეები ჯოჯოხეთში დაიწვებიან” (ვიდეო)

  ფილმ „ადმირალის“ რუსმა ვარსკვლავმა ანატოლი პაშინინმა უკრაინელების წინაშე ბოდიში მოიხადა და მოჰყვა, თუ როგორ სძულს პუტინი. მსახიობმა განაცხადა, რომ ბევრი რუსი სიღრმისეულად წვდება სიტუაციას, მხარს უჭერს უკრაინას და არ სჯერა „ ზომბყუთების“ (იგულისხმება – ტელევიზორი) .
არტისტმა უკრაინელებს ასევე ურჩია არ მოუსმინონ მათ, ვინც აქტიურად უჭერს მხარს პუტინს. პაშინინი დარწმუნებულია, რომ მათ ამისთვის ბედისწერა დასჯის.
პაშინინის მათ მოუწოდებს არ მოუსმინონ პუტინის მომხრეებს „ დაე იყვნენ ისინი დაწყევლილები, დაივიწყეთ ისინი. მათ სული ამოძვრებათ და ჯოჯოხეთში დაიწვებიან“.
მან ასევე ბოდიში მოუხადა უკრაინელ ხალხს მათ გამო, რომლებსაც უკრაინის ნიუსებზე მეტად რუსული სიახლეების სჯერა.
„ძვირფასო უკრაინელებო, მე პატიებას გთხოვთ მათ გამო . რომლებსაც ჩელიაბინსკში მჯდომარეებს ჰგონიათ თქვენზე უკეთ იციან რა ხდება უკრაინაში. მაპატიეთ, ასეთი დებილებიც არსებობენ „ – განაცხადა მსახიობმა.
მანვე დაამატა, რომ სძულს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და „ყველა ის კოჰორტა, რომლებიც მას ერთხელ მაინც ხელის ჩამორთმევით მისალმებია„.
პოლიტიკური მრწამსით პაშინინი რუსული ნაციონალიზმის მიმდევარია, არის არარეგისტრირებული პარტია „ ახალი ძალის“ წევრი . მხარს უჭერდა ევრომაიდანს.
გარკვეული ხნის წინ უკრაინელთა მხარდასაჭერად მსახიობმა იმიჯიც შეიცვალა და ტრადიციულ უკრაინული ულვაშებსა და ვარცხნილობის სტილს ატარებდა.
წყარო:www. uainfo.org

'

10530934_494042354072785_557774705794502727_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gzZFDLZRwc4″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები