კრამატორსკში სკოლის ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს (ფოტო)

რუსი ოკუპანტების მიერ კრამატორსკის ერთ-ერთი სკოლის სარაკეტო იერიშის შედეგად, შენობის ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.

21 ივლისის ღამეს ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტები დაბომბეს.

კრამატორსკსა და კონსტანტინოვკაში სკოლის შენობებია დანგრეული.

მაშველებმა სკოლის დანგრეული შენობის, დაახლოებით, 205 ტონა სამშენებლო ელემენტი გაწმინდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები