რობერტა მეცოლა: უკრაინის დახმარება არ შეჩერდება, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას

უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალ პაკეტს.

მისი თქმით, დღევანდელი პაკეტი აძლიერებს მიმდინარე სანქციებს და ხდის მათ უფრო ეფექტურს.

„იმის გამო, რომ რუსეთის უკანონო შემოჭრიდან მალე 6 თვე შესრულდება, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ დაღლილობა, უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას. დღევანდელი პაკეტი აძლიერებს მიმდინარე სანქციებს და ხდის მათ უფრო ეფექტურს“, – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები