იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ პარლამენტი დაითხოვა.
როგორც მატარელამ აღნიშნა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 70 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 25 სექტემბრამდე უნდა ჩატარდეს.
„პერიოდი, რომელსაც ჩვენ გავდივართ, არ იძლევა რაიმე პაუზას (მთავრობის) ქმედებებში, რომელიც საჭიროა ეკონომიკური და სოციალური კრიზისის და მზარდი ინფლაციის დასაძლევად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ თანამდებობა დღეს დატოვა.