იტალიის პრემიერმა თანამდებობა დატოვა – პრეზიდენტმა მისი განცხადება დააკმაყოფილა

იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე მეორედ დაწერა, თუმცა, ამჯერად მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ La Stampa წერს.

დილით დრაგიმ ქვეყნის პარლამენტში მოკლე განცხადება გააკეთა, ამის შემდეგ ქვირინალის სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად წავიდა, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გასულ კვირას პრეზიდენტმა დრაგის განცხადება არ დააკმაყოფილა.

სავარაუდოა, რომ დრაგის გადადგომას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება.

მარიო დრაგის კოალიციური მთავრობა დაშლის ზღვარზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც “5 ვარსკვლავის მოძრაობამ” ათასობით ოჯახისა და ბიზნესის გადასარჩენად ფინანსური დახმარების გამოყოფაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები