“არასდროს ვყოფილვარ ისე კარგად, როგორც ახლა” – ზელენსკიმ რუსულ ფეიკს უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში გავრცელებულ ფეიკს უპასუხა, რომ, თითქმის მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაშია მოთავსებული.

ზელენსკის თქმით, არასდროს  ყოფილა ისე კარგად, როგორც ახლა არის.

უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამისი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„დღეს რუსეთმა კიდევ მორიგი ფეიკი გაავრცელა, რომ სახელმწიფო, თითქოს, არ იმართება პრეზიდენტ ზელენსკის მიერ, რადგან ის საავადმყოფოშია, უფრო სწორად, რეანიმაციაშია მძიმე მდგომარეობის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. ასე რომ, მე ოფისში ვარ. არასდროს ვყოფილვარ ისე კარგად, როგორც ახლა ,” – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები