ერდოღანი: რაც ყველაზე საშინელია, მე სომეხი მიწოდეს
ტელეკომპანია ,,ენ-ტე-ვეს“ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აღშფოთებით განაცხადა: „მეძახდნენ ქართველს, ბოდიში მომითხოვია, უარესსაც ამბობდნენ. ისინი სომეხსაც მეძახდნენ, ვამაყობ, რომ თურქი ვარ!“,–ამის შესახებ თურქეთის პრემიერ–მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელეკომპანია ,,ენ-ტე-ვეს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„არც ერთი პოლიტიკოსი არ მოითმენდა ამდენ შეურაცხყოფას, რაც მე მოვითმინე. მე ყოველთვის მომთმენი ვიყავი. დაე, ყველა ადამიანმა დაასახელოს თავი თურქად, ქურთად და ამაში შეურაცხმყოფელი არაფერი არ არის. მე კი ვამაყობ, რომ თურქი ვარ“,–განაცხადა ერდოღანმა. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მედიასაშუალებებმა მის წინააღმდეგ არაერთხელ გაახმოვანეს შეურაცხმყოფელი განცხადებები.
წყარო: www.haqqin.az