სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ, მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს შინაპატიმრობა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივეს

სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ, მოლდოვის ყოფილ პრორუს პრეზიდენტს, იგორ დოდონს შინაპატიმრობა 30 დღით, 20 აგვისტომდე გაუხანგრძლივდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდონის საქმის პროკურორმა, პეტრო იარმალუკმა განუცხადა.

იგორ დოდონს შინაპატიმრობა 25 მაისს შეეფარდა.

ყოფილ პირველ პირს უკანონო გამდიდრებას, სამშობლოს ღალატს და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები