ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება სოფელ ფერსაში 63 წლის კაცს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა – “სამხრეთის კარიბჭე” წერს.
გამოცემის ცნობით, რეგიონში ყირიმ–კონგოს 32 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, რომელიც მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:
• ახალციხის მუნიციპალიტეტი – 16 შემთხვევა;
• ადიგენის მუნიციპალიტეტი – 10 შემთხვევა;
• ასპინძის მუნიციპალიტეტი – 6 შემთხვევა.