„მუშკეტერის თბილისი“ – ალექსანდრე დიუმას დაბადების 220 და საქართველოში მოგზაურობის 165 წლისთავის აღსანიშნავად ფილმის ჩვენება და კონცერტი გაიმართება
24 ივლისს, ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას დაბადების 220 და საქართველოში მოგზაურობის 165 წლისთავი აღინიშნება.
19:00 საათზე, მწერლისთვის პატივის მისაგებად, „სილქ ფაქტორ სტუდიის“ თეატრში ნაჩვენები იქნება კულტურის სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი – „მუშკეტერის თბილისი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება კონცერტი.
კონცერტში მონაწილეობენ:
კვარტეტი ‘’მელორამა’’;
ტენორი – ვალერიანო გამგებელი;
კვალიაშვილების ოჯახი;
ანსამბლი „ჩვენებურები“;
მერაბ ანდრონიკაშვილი.
ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. შემოსული თანხა გადაეცემა უდროოდ გარდაცვლილი მსახიობის, ალექსანდრე დიუმას როლის შემსრულებლის, ნიკოლოზ ქაცარიძის ოჯახს.
საღამოს მხარდამჭერები არიან:
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი; „სილქ ფაქტორ სტუდიის“ თეატრი.
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N59, „სილქ ფაქტორ სტუდიის“ თეატრი.