მოსკოვში დაგეგმილი კონცერტის გამო, ბათუმში მეგი გოგიტიძის კონცერტი გაუქმდა
ბათუმში 24 ივლისს დაგეგმილი მეგი გოგიტიძის კონცერტი აღარ გაიმართება.
ღონისძიების გაქმების შესახებ გადაწყვეტილება კლუბის Sector26 ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერალი რუსეთში 2 კონცერტს, ჯერ სოჭში, შემდეგ კი მოსკოვში გამართავს.
“24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც უნდა ემღერა მეგი გოგოტიძეს გაუქმდა! ამ დღის ახალი ღონისძიების დეტალებს მალე დავაანონსებთ”, – წერია კლუბის განცხადებაში.
