რუსეთის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა

  უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა. გაეროში რუსეთის მუდმივმა ელჩმა ვიტალი ჩურკინმა აღმოსავლეთ რეგიონებში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად ნებართვა ითხოვა.
რუსეთის წარმომადგენლის წინადადებას მხარი უშიშროების საბჭოს არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა. პარალელურად, რუსეთი დასავლეთის მხრიდან სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით მორიგ საპასუხო ნაბიჯს დგამს. ვლადიმერ პუტინმა მთავრობას საპასუხო შეზღუდვების მოსამზადებლად მუშაობის დაწყება დაავალა. რუსული მედიის ცნობით, კრემლში მუშაობა დაიწყო საკითხზეც, როგორი იქნება რუსეთის პასუხი ავიაკომპანია “დობროლიოტისთვის” სანქციების დაწესებაზე. ამ დროისთვის სამი ვერსია განიხილება – ევროპული ჩარტერების ნაწილის შეჩერება, ციმბირზე გამავალი მარშრუტების აკრძალვა და უკრაინელი ავიაგადამზიდავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები