კახა კალაძე: ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს ევროპასა და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს

“ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს ევროპასა და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, “თუ რა საკითხზე იმსჯელებს მმართველი გუნდი თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე იმ ფონზე, როცა ცალკეული ევროპარლამენტარი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაცია დეივანიშვილიზაციას გულისხმობს“.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საუბარი ალბათ იქნება იმ საკითხებზეც, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„მე არ ვიცი, რომელ ევროპარლამენტარებზე საუბრობთ. ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს რაც შეეხება, მას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს. ევროპა და ევროპული ღირებულებები სხვანაირად წარმომიდგენია. განცხადებები, რომელსაც ვისმენდით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებებია და არა – საქართველოს მეგობრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ალბათ, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ საკითხებზე, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები