მიხეილ სარჯველაძე – „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ამოცანებიდან მე-11 ამოცანის განხორციელების უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 ამოცანიდან მე-11 ამოცანის განხორციელების უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს. მე-11 ამოცანა საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გულისხმობს, რომლის შედეგადაც წახალისდება და გაიზრდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენება საქართველოს სასამართლოების იურისპრუდენციაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა.

„კომიტეტმა აქტიურად დაიწყო მუშაობა აღნიშნულ ამოცანაზე. ამ მიზნით გასულ კვირას შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც, უმრავლესობის წევრი დეპუტატების გარდა, ერთიანდება 4 ოპოზიციონერი დეპუტატი, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მინდა, აქვე ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მუშაობაზე მზადყოფნა განაცხადა და რეალურადაც ჩაერთო ქვეყნისთვის თავისთავად მეტად მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობის პროცესში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა წინა უკვე გამართა გაფართოებული შეხვედრა საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებასთან. „შეხვედრაზე შეგროვდა იდეები და ინიციატივები აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად. ამის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული იქნა პირველადი ვერსიები საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც უკვე გაეგზავნათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს. ეს სამუშაო ვერსიები ასევე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებ გვერდზეც. ამ პროექტებზე გაგრძელდება მუშაობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრულ ვადაშივე შესაძლებელი იქნება საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დასრულება და მისი ჯერ კომიტეტის სხდომაზე წარდგენა, ხოლო შემდგომ-მისი ინიცირება. ჩვენ მომავალშიც უზრუნველვყოფთ საზოგადოების ინფორმირებულობას ზემოაღნიშნული გეგმის შესრულების ირგვლივ”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები