“ირანში პუტინის ვიზიტი უკრაინაში ომის შენარჩუნების სირთულეებსა და რუსეთის მსოფლიო იზოლაციის მასშტაბებზე მიანიშნებს” – თეთრი სახლი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ ირანში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ცხადყოფს მსოფლიო ასპარეზზე რუსეთის იზოლაციის მასშტაბებს.

ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გარდა ამისა, კირბის თქმით, ირანში პუტინის ვიზიტი მიანიშნებს იმ სირთულეებზე, რომლებსაც რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” შესანარჩუნებლად განიცდის.

„პირველ ყოვლისა, ეს ვიზიტი აჩვენებს პუტინისა და რუსეთის იზოლაციის მასშტაბებს. იძულებულნი არიან – დახმარებისთვის ირანს მიმართონ. სანქციების და ექსპორტის კონტროლის გამო, რუსეთს აქვს პრობლემები მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებსა და თანამედროვე სისტემებთან დაკავშირებით, ტანკებთან, საფრენ აპარატებთანაც კი, განსაკუთრებით – მიკროელექტრონულ საშუალებებთან დაკავშირებით“, – თქვა ჯონ კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები