ზურაბ აზარაშვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებოდა.

მინისტრმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე კუტიბაშვილი ერთად, ცენტრში მიმდინარე პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილა.

“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. გამოცდები როგორც თეორიულ, ისე – პრაქტიკული ნაწილს მოიცავს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდებს 2 წელიწადში ერთხელ აბარებენ, მანამდე კი, საგანმანათლებლო ცენტრში მოსამზადებელ ტრენინგებს ესწრებიან.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს წარმატებები უსურვა. ჯანდაცვის მინისტრმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე კუტიბაშვილი ერთად, ცენტრში მიმდინარე პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კლინიკებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებში მომსახურების ხარისხის გაზრდა სამინისტროს პრიორიტეტია. ჯანდაცვის მინისტრმა ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პარამედიკოსები სამედიცინო მოტოციკლით შეძლებენ გადაადგილებას, რაც გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უფრო ოპერატიულს და ეფექტურს გახდის”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები