ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შექმნილია ნატოს ქვეყნების დემილიტარიზაციის გრანდიოზული გეგმა, რომელთაგან, პირველი, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთი იქნება.
ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია“ იუწყება.
კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა თავის თანაშემწე – სპეცდანიშნულების რაზმის „ახმატის“ ლიდერთან, აფტი აუდინოვთან, რომელთანაც, კადიროვის თქმით, საბოლოოდ შეხვედრა მოახერხა.
„გეგმები გრანდიოზულია. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ნატოს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმა და კიევის აღების შემდეგ, პირველი რიგში პოლონეთია“, – წერს კადიროვი „ტელეგრამის“ არხზე.