ესპანეთში რკინიგზით მგზავრობა 4 თვით შესაძლოა, უფასო გახდეს

ესპანეთის მთავრობას სურს, რკინიგზის ზოგიერთი რეისი უფასო გახადოს, რომ ამ გზით, მზარდი ინფლაციის ფონზე, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა შეინარჩუნოს. შეღავათი შესაძლოა, სექტემბრიდან წლის ბოლომდე ამოქმედდეს.

ამის შესახებ BFMTV წერს.

ესპანეთში ივნისში ინფლაციამ 10,2%-ს მიაღწია, რაც 1985 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, შეღავათი უნდა შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ყოველდღიურად სამუშაოდ სხვა დასახლებულ პუნქტში მიემგზავრებიან და არ გავრცელდება ერთჯერად მგზავრობასა და შორს მანძილზე მოგზაურობებზე.

ივნისში ესპანეთის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებზე 30%-იანი ფასდაკლება უკვე დააწესა.

ანალოგიური ზომები მოქმედებს გერმანიაში, სადაც 1-ელი ​​ივნისიდან ხელმისაწვდომია 9 ევროს ღირებულების უნივერსალური სამგზავრო ბარათები, რაც საშუალებას გაძლევთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი თვის განმავლობაში ისარგებლოთ.

გერმანიის მთავრობის ინიციატივის მიზანი იყო მოქალაქეების მხარდაჭერა ფასების მატების ფონზე, ასევე, მათი წახალისება, რომ კერძო მანქანების ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები