სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კვლევების ჩამონათვალს ახალი მეთოდები დაემატა

სურსათის კვლევის დეპარტამენტის ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიაში, ისეთ სასურსათო პროდუქტებში, როგორიცაა თაფლი, რძე, ხორცი და თევზი, უკვე შესაძლებელია ანტიბიოტიკების კვლევების ჩატარება. კვლევები მიმდინარეობს როგორც სწრაფი, ასევე, რეფერენს (დამადასტურებელი) მეთოდებით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია რძეში, ხორცსა და თევზში ანტიბიოტიკების კვლევებზე.

„აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკებით დაბინძურებული სურსათი საფრთხეს უქმნის ადამიანს ჯანმრთელობას. ანტიბიოტიკების შემცველი საკვები პროდუქტების პერმანენტული მიღების დროს, ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ანტიბიოტიკების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკის არაეფექტიანობა საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აღიარებულია, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს, სწრაფად და მარტივად მიიღონ საჭირო შედეგები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები