კონსტანტინე სურგულაძე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩად ინიშნება
დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. კონსტანტინე სურგულაძის კანდიდატურის შესახებ განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს უკვე წარუდგინა. მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კონსტანტინე სურგულაძე გელა დუმბაძემ ჩაანაცვლა.