ხელოვნების სასახლე დღეს მსოფლიო სასახლეების დღეს აღნიშნავს
წელს საქართველოს ხელოვნების სასახლე განსაკუთრებულად აღნიშნავს 19 ივლისს – სასახლეების დღეს (#Palaceday), რომელიც ორგანიზებულია Network of European Royal Residences-ის მიერ.
„კარგი ამბები გვაქვს ხელოვნების სასახლეში – დღეს მსოფლიო სასახლეების დღეს აღნიშნავს! ხელოვნების სასახლე და ზუგდიდის დადიანების სასახლეები ამ ზეიმს უერთდება, ჩვენი დიდებული წინაპრების დამსახურებით საქართველო ღირსეულადაა ამ დღეს წარმოდგენილი“! – აღნიშNულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, წლევანდელი თემატიკა ფოკუსირებულია ბიომრავალფეროვნებაზე (biodiversity).
„ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ჩვენი სასახლის ულამაზესი ბაღის ფოტოები!
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლე და ზუგდიდის დადიანების სასახლეები 2021 წელს ევროპის სამეფო რეზიდენციების ასოციაციამ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასახლეების რუკაზე განათავსა.
ოფიციალური Twitter პოსტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://twitter.com/ArtPalace_geo/status/1549276341517819905