ნიკა მელია დავით ნარმანიას “მშვიდობის ხიდის” დემონტაჟის ნაცვლად, საქმის კეთებას ურჩევს

  თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია „მშვიდობის ხიდის“ დემონტაჟის საფრთხეზე საუბრობს და ახალ მერს მოუწოდებს, რომ ხიდი უცვლელი სახით შეუნარჩუნოს დედაქალაქს. მისი თქმით, დავით ნარმანიამ უმჯობესია მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს.
„ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემებით და მათი მოგვარებით დაკავებულიყო, პირველი ინიციატივა, რაც მან დააყენა, არის ხიდის დემონტაჟი, რიყის თეატრის, სკულპტურის გადატანა. ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩემი ღრმა რწმენით დღეს თბილისელებს არ აინტერესებთ “, – განაცხადა მელიამ.
მელიას განცხადებას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანიას თქმით, ხიდის დემონტაჟი დაგეგმილი არ არის. „ვინ შეიყვანა ბატონი მელია შეცდომაში, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მას შეუძლია მშვიდად იყოს შემდგომი სამწელიწადნახევრის განმავლობაში“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები