“პუტინის ბაბუა ლენინის მზარეული იყო, მანამდე კი რასპუტინს წამლავდა”

   რუსმა ისტორიკოსმა ფელშინსკიმ ვლადიმერ პუტინის ოჯახის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ის წერს:
„2000 წლის იანვარში დავოსში (შვეიცარია) საერთაშორისო სიმპოზიუმზე დაისვა შეკითხვა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი: ,,Who is Mr. Putin?“. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რაც უფრო ხანგრძლივია პუტინის მმართველობა, მით უფრო ნაკლებს იგებს საზოგადოება მის შესახებ.
ისმის კიდევ ერთი შეკითხვა: ვინ არის სინამდვილეში ვლადიმერ პუტინი? მას, როგორც პროფესიონალ მზვერავს და სუკის წევრს, რამდენიმე ბიოგრაფია აქვს. ზოგიერთი მონაცემებით, ის დაიბადა რუსეთში, სხვა მონაცემებით – საქართველოში, 1950 ან 1952 წელს.
ცოცხალია თუ არა, პუტინის დედა ვერა ნიკოლაევნა პუტინა ან პრეზიდენტის მეორე სავარაუდო დედა მარია შელომოვა? მამა პლატონ პრივალოვი, სავარაუდოდ, პუტინის დაბადებამდე გაქრა, ხოლო მეორე მამა ვლადიმერ სპირიდონის ძე პუტინი, ზოგიერთი ინფორმაციით, ვლასოვის არმიის წევრი, მოგვიანებით რეპრესირებული იყო.
დღემდე გაურკვეველია პუტინის დედის გარდაცვალების თარიღი. ზოგიერთი ინფორმაციით, ის გარდაიცვალა 6 ივლისს, თუმცა ამ თარიღს არავინ ადასტურებს. არსებობს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ორივე მშობელი 1999 წელს გარდაიცვალა, როდესაც მძვინვარებდა ჩეჩნეთის მეორე ომი, მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად ყალიბდებოდა. ახლა ყველამ იცის, რომ მთავრობის გეგმებს ოლიგარქები ბერეზოვსკი-აბრამოვიჩი აფინანსებდნენ.
2014 წლიდან კი გადაწყდა საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმა, რომელსაც ცოტა სხვა პოლიტიკური სახე ექნება. დღეს ამ გარანდიოზული გეგმის ფუნდამენტი ისხმება, იჩეხება უსიერი ტყე და ახალი ირგვება. საკმაოდ საინტერესო დეტალია პუტინის ბაბუასთან სპირიდონ ივანეს ძე პუტინთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც ცნობილია, ლენინის მზარეული იყო. მანამდე კი ის მზარეულად თვით რასპუტინთან მუშაობდა, რომელსაც პერიოდულად წამლავდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბაბუა 1965 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები