“რუსეთის სამხრეთის საზღვარზე, ჩეჩნეთის მთებში საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებაა აუცილებელი” – კადიროვი
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ აუცილებელია რესპუბლიკის მთებში, შალინსკის რაიონში საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება.
ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.
„რუსეთს თანამედროვე პირობებში სჭირდება ახალი სტრატეგიული სამხედრო გადაწყვეტილებები – უპირველეს ყოვლისა, მე ვფიქრობ, რომ ჩეჩნეთის მთებში, რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორც არასდროს არის აუცილებელი. რუსეთმა პრევენციული ტაქტიკური ზომები უნდა მიიღოს”, – დაწერა მან.
კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკაში სრულად დაკომპლექტებულია “ახმათის” ოთხი ბატალიონი. მან აღნიშნა, რომ “ახმათ-ჩრდილოეთის” სპეცდანიშნულების პოლკში ისეთი მებრძოლები არიან, რომლებიც სირიასა და უკრაინაში იბრძოდნენ.