მიხეილ სარჯველაძე – ელენე ხოშტარიაზე: როგორც წესი, ასეთ დროს გაკეთებული ფინანსური ანაზღაურება ინიღბება-ხოლმე და სხვა ტიპის, ვითომ ლეგალური საზღაურის ფორმა ეძლევა
უნდა მკაფიოდ დასაბუთდეს, რომ, მაგალითად, გადმორიცხული თანხის სიდიდე, ნორმისგან აცდენილი არ არის, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განუცხადა.
„სხვა ტიპის ურთიერთობა არსებობს, ისეთი, რომლის გამოჩენასაც, რა თქმა უნდა, ყველა ითაკილებდა და ამაზე ღიად საუბარს მოერიდებოდა. როგორც წესი, ასეთ დროს გაკეთებული ფინანსური ანაზღაურება ინიღბება-ხოლმე სხვა ტიპის, ვითომ ლეგალური საზღაურის ფორმა ეძლევა ამას და შესაბამისად, კითხვები ამასთან დაკავშირებით გაჩნდა. ამაზე არგუმენტებია მისაწოდებელი და არამხოლოდ ის, რომ სამი გადარიცხვა შესრულდა, ხელშეკრულება დადებულია და ასე შემდეგ. უნდა მკაფიოდ დასაბუთდეს, რომ მაგალითად, თანხის სიდიდე, ნორმისგან აცდენილი არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.