რუსულმა ძალებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს
რუსეთმა მიკოლაევში ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
ქალაქის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის განცხადებით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის.
როგორც მედია წერს, მიკოლაევი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის მთავარ საპორტო ქალაქ ოდესას შორის მდებარეობს, ბოლო კვირების განმავლობაში რეგულარული სარაკეტო დარტყმებს ქვეშ იყო.