ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრას დადებითად აფასებს და Twetter-ით ეხმაურება.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი არის ყველაზე სწორი გზა აზერბაიჯანული და სომხური უთანხმოების გადასაჭრელად“, – წერს ბლინკენი.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში 16 ივლისს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები