ჩინეთში კორონავირუსის ახალი აფეთქებაა

ჩინეთში კოვიდ-19-ის აფეთქება დაფიქსირდა. ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა უკანასკნელი შვიდი კვირის მანძილზე ყველაზე მაღალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

აფეთქება დაფიქსირებულია ქვეყნის ცენტრალურ, ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის  მონაცემებით, 15 ივლისს ქვეყანაში დაინფიცირების 450 შემთხვევა დადასტურდა. კერძოდ, შანხაიში საერთო ერთკვირიანი კარანტინის შემდეგ დაფიქსირებულია ინფიცირების 33 შემთხვევა.

„ამჟამად ეპიდემიის პროფილაქტიკისა და კონტროლის ფარგლებში ქალაქ ბეიხაიში ვითარება რთული და სერიოზულია, ფარული ინფიცირების რისკი საზოგადოებაში შედარებით მაღალია“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები