რატი იონათამიშვილი: სამი მარგინალური პარტია ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რათა გეგმა არ შესრულდეს, რიგგარეშე სხდომის მოწვევა პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაზრდისთვის სჭირდებათ

რიგგარეშე სხდომა არ არის პოლარიზაციის დასრულების შესაძლებლობა და ეს არ არის შესაძლებლობა, რომ ქმედითი ნაბიჯი გადავდგათ 12 პუნქტის შესასრულებლად, უფრო პირიქით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რატომ არ აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომის ფორმატში საკითხების განხილვას.

როგორც მან აღნიშნა, სამ მარგინალურ პარტიას რიგგარეშე სხდომის მოწვევა სწორედ პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაზრდისთვის სჭირდება.

„ეს იყო სამი ოპოზიციური პარტიის მცდელობა, როგორმე გზიდან გადაეხვია ის პროცესი, რაც საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსამდე გადაყვანისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ გადაყვანის გზა არის ამ 12 დათქმის შესრულება, რომელიც ევროკომისიამ დაგვიწესა. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი და ეს სამი მარგინალური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა ეს გეგმა არ შესრულდეს. აი, ზუსტად ამისთვის სჭირდებათ რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაზარდონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები