ავტოავარია გონიოს ციხესთან – დაშავებულია ორი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოს ციხესთან – ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაშავებულები სატრანსპორტო საშუალებას მართავდნენ.

ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკაში გადაჰყავს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცავები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები