ილია დარჩიაშვილი: ამაყი ვარ იმით, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრას მასპინძლობს

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოხარულია, რომ თბილისი  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შორის შეხვედრას მასპინძლობს.

„ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ თბილისი მასპინძლობს შეხვედრას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, შედეგებს გამოიღებს“, – წერს დარჩიაშვილი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები