იერიში ვინიცაზე – მსხვერპლთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
რუსეთის მიერ 14 ივლისს ვინიცაზე მიტანილი იერიშის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვინიცას რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ბორზოვი ავრცელებს.
მისივე თქმით, კიდევ ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.