ბაიდენი: პალესტინელები საკუთარ სახელმწიფოს იმსახურებენ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბეთლემში ჩავიდა, სადაც პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს ხვდება.

ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

ბაიდენმა თქვა, რომ „პალესტინელი ხალხი იმსახურებს საკუთარ სახელმწიფოს, რომელიც იქნებოდა დამოუკიდებელი, სუვერენული, სიცოცხლისუნარიანი და მომიჯნავე“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის „ამ დროისთვის ნიადაგი მომწიფებული ჯერ არ არის“, მაგრამ დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ საკითხში პროგრესის ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები