კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გააფართოვა.

დამატებითი შემაკავებელი ზომები შეეხო რუსეთის ნავთობს, ბუნებრივ აირს და სამრეწველო სექტორებს.

ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

„15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში“, – აღნიშნეს კანადის საგარეო უწყებაში.

ამრიგად, კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ, რუსეთის ფედერაციას ან იქ არსებულ ნებისმიერ ინდივიდს მიაწოდონ საწარმოო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია შავ მეტალურგიასთან, მზა ლითონის ნაწარმთან, კომპიუტერებთან, ელექტრონიკასთან და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები