იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტია „ხუთმა ვარსკვლავმა“ მთავრობას პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ნდობა არ გამოუცხადა.
„ჩემი გადადგომის შესახებ პრეზიდენტს დღეს საღამოს მივმართავ“, – განუცხადა დრაგიმ მინისტრთა კაბინეტს.
ცნობისთვის, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციურ მთავრობაში შემავალი ერთ-ერთი პარტიაა, რომელსაც დრაგი ხელმძღვანელობს. აღნიშნული პარტიის წევრების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით შეღავათების კანონპროექტთან წინააღმდეგობას მოჰყვა.