კორონავირუსული “კენტავრი” – მსოფლიოში “ომიკრონის” “მეორე თაობის” ვარიანტი ვრცელდება

ინდოეთში გამოვლენილი, კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის ახალი ქვეტიპი – BA.2.75, რომელსაც ასევე “კენტავრს” (Centaurus) უწოდებენ, ვირუსოლოგების შეშფოთებას იწვევს. “კენტავრი” ინდოეთში პირველად ივნისის დასაწყისში დაფიქსირდა, ამ ხნის შემდეგ მისი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

დღეისათვის „კენტავრით“ ინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია იაპონიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

ვირუსოლოგები BA.2.75-ს „მეორე თაობის“ ვარიანტს უწოდებენ, რადგან ეს ქვეტიპი “ომიკრონის” BA.2-ის შტამიდან წარმოიშვა.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) Centaur-ი, როგორც მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ვარიანტი განსაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ნიშნები, რომ ის შეიძლება, იყოს უფრო გადამდები ან ასოცირებული უფრო მძიმე დაავადებასთან.

ახალ ვარიანტს ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება, თუმცა, მისმა მთავარმა მეცნიერმა დოქტორმა, სუმია სვამინათანმა თქვა, რომ მეცნიერებს ჯერ არ აქვთ საკმარისი ნიმუშები “კენტავრის” საშიშროების შესაფასებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები